saqarTvelos ufskrulebi - cotne dadianis ufskruli

 

კარსტული უფსკრული ყვირის მასივზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1580 მ-ზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. გამოკვლეული ნაწილის სიღრმე 52 მ, ჯამური სიგრძე 300 მ. სხვადსხვა დონეზე ივითარებს მშრალ დარბაზებს, სადაც არის სტალაქტიტ-სტალაგმიტური ნაღვენთები. გვხვდება ნგრეული მასალა. ჰაერის ტემპერატურა 5.5ºC.